ეუთო/ოდირი არცერთი ქვეყნის არჩევნების მიმართ არ იყენებს ტერმინებს – თავისუფალი და სამართლიანი, იგივე მიდგომა ვრცელდება საქართველოზეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მე ვაკვირდებოდი არჩევნებს ეუთო-ს წევრ ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. არცერთი არჩევნები არ შეფასებულა ეუთო/ოდირის მიერ როგორც თავისუფალი და სამართლიანი. რატომ? რადგან ეუთო/ოდირი ამ ტერმინებს არ იყენებს. შესაბამისად, იგივე მიდგომა ვრცელდება საქართველოზეც“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.