მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების დათვლის პროცედურა სრულდება.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის 2219 საარჩევნო უბნიდან 2163-ის (97,48%) შედეგებია ცნობილი.
მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 53,95%-მა დაუჭირა, მის კონკურენტს, გაგაუზური წარმოშობის მოლდაველ პოლიტიკოს ალექსანდრე სტოიანოგლოს კი 46,05%-მა.
მხოლოდ მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების მონაცემები ასეთია
დედაქალაქში მაია სანდუმ გაიმარჯვა
გაგაუზია ალექსანდრ სტონგიალომ დიდი უპირატესობით მოიგო
მანვე გაიმარჯვა დნესტრისპირეთში
საზღვარგარეთის უბნებში მაია სანდუს უპირატესობა აშკარა იყო
საზღვარგარეთის ზოგიერთ საარჩევნო უბნის მონაცემები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ცხადია, რომ არჩევნები მაია სანდუმ მოიგო. რუმინეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა, მარჩელ ჩოლაკუმ დონალდ ტუსკმა, მას უკვე მიულოცეს გამარჯვება.
მასალა განახლებულია