პეკინში გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები უმაღლესი დონის ხელმძღვანელობასთან, როგორც ჩინეთის სახალხო კრების, ასევე საკონსულტაციო ასამბლეის, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.

„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ვიზიტი გრძელდება ქალაქ სიანში, ხენანის პროვინციაში, რომელიც არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო აბრეშუმის გზა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, მის ფუნქციონირებასა და მისი პოტენციალის სრულად ათვისებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ვიზიტი სწორედ სიანში შეხვედრებით სრულდება და აქ განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორ შეიძლება საქართველოსთვის სასარგებლო ინიციატივები წამოვიღოთ ამ პროვინციიდან“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.