ამის შესახებ " ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"ორ დღეში, ინიციატივას "ერთობისთვის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ" ხელი მოაწერა 18 122 -მა ადამიანმა;
როდესაც ხარ პოლიტიკაში, ან რეალობას თვალს უსწორებ და ასახავ ხალხის ინტერესს პოლიტიკაში, საკუთარ ქმედებებსა და საერთო ბრძოლაში;
ან ცხოვრობ ვიწრო ინტერესებით ნაკარნახებ, მახინჯ რეალობაში და ეუბნები უარს ხალხის ინტერესს, ვიწრო, მანკიერი ინტერესების სასარგებლოდ და მიდიხარ მრუდე გზით რომელიც გამარჯვებამდე ვერ მივა....
ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება არის მთავარი ამოცანა, იმისთვის რომ ის დამარცხდეს, ოპოზიცია უნდა იქცეს კარგ, სასურველ, დემოკრატიულ ალტერნატივად...რაც ამ პირობებში არ გამოდის" - წერს ნიკა მელია.