როდესაც გაქვს შესაძლებლობა კოლექტიური საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის წევრი ქვეყანა გახდე და ამ დროს რუსულ რეჟიმს ემორჩილები, ეს არის ღალატის ტოლფასი, - ამოს შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც სოფელ კირბალთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკა "ქართული ოცნების" მხრიდან. როდესაც შენ გაქვს შესაძლებლობა მიისწრაფოდე და ხდებოდე წევრი ქვეყანა კოლექტიური საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა, მსგავსი რამ ვერასდროს ვერ გაბედოს რუსეთმა და იცი შენ ეს გამოსავალი, როგორ უზრუნველყო ქართველების და საქართველოს მოქალაქეების მშვიდობა, ფიზიკური უსაფრთხოება, დაიცვა მისი მთავარი უფლება, სიცოცხლის უფლება და ამას არ აკეთებ და რუსულ რეჟიმს ემორჩილები, ეს არის ღალატის ტოლფასი“, - აღნიშნა მელიამ.
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.