მხოლოდ ახალი ( არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!
მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით! - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისითვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ "პრეზიდენტს" ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!


ძირს ნიღბიანების დიქტატურა!
დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!" - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან,  რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს პოლიციამ ნიკა გვარამია პარტიის ოფისთან დააკავა