თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომას ნიკა გვარამიაც ესწრებოდა.
პატიმრობის შეფარდებამდე ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
"სრულიად შესაძლებელია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ. ამაზე მიანიშნებს, მათ შორის, მისი გადმოყვანა დილას სასამართლოში და მცდელობა, რომ ადრევე ადვოკატების გარეშე ჩაეტარებინათ პროცესი, ამის შემდეგ ნორმალურად გამოცხადების საშუალებასაც არ გვაძლევდა სასამართლო და ელემენტარული, გზაში მინიმუმ სამჯერ დამირეკა თანაშემწემ. როგორც ჩანს ძალიან ეჩქარებათ, უნდა ჩაეტიონ დროში, 48 საათში და ეს ერთადერთი რამით შეიძლება იხსნებოდეს მხოლოდ, რომ სასამართლო აპირებს პატიმრობის შეფარდებას," - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 4 დეკემბერს პოლიციამ ნიკა გვარამია პარტიის ოფისთან დააკავა