4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა, მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვა. 

როგორც ჟურნალისტებს მურთაზ ზოდელავამ განუცხადა, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს.

„პასუხისმგებლობაც ავიღე და სასჯელიც მოვიხადე. [სასამართლოს] ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი სხვა დაკავებულებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით, რაც მოხდა კიდეც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. მძიმე პასუხისმგებლობაა. გადაფასება ხდება რაღაცების. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“, - აღნიშნა ზოდელავამ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძეს  გარდა ასევე საპროცესო შეთანხმება  ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.

შეგახსენებთ, 2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქოს სასამართლომ როკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია დამნაშავედ ცნო. 

სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას და ნიკა გვენცაძეს სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ირაკლი შაიშმელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განუსაზღვრა.