გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა, განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 7 წლის ბიჭი, მამაკაცის მეუღლე და 3 წლის გოგონა მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.









