თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტელ ექიმს, ნევროლოგ მაია კოხტაშვილს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ მიიღო.
კოხტაშვილს 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. დაკავების შემდეგ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ამავე ოდენობის გირაო ჰქონდა შეფარდებული.
ექიმს სამედიცინო საქმიანობის გაგრძელების უფლება შეუნარჩუნდა და ექვსი თვით შეეზღუდა ავტომობილის მართვის უფლება.
ცნობისათვის, მაია კოხტაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 10 სექტემბერს დააკავეს. უწყება მას ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერას ედავებოდა.












