პანამის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისის სატელევიზიო ანძა დღეს პანამის დროშის ფერებში განათდა.
1903 წლის 3 ნოემბერს პანამა კოლუმბიისგან გამოყოფას აღნიშნავს, რაც პანამის რესპუბლიკის დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უკავშირდება.
აღნიშნული თარიღი ქვეყნის მასშტაბით ოფიციალური ცერემონიებით, საზეიმო აღლუმებითა და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებით აღინიშნება.




