ეროვნულ ლიგაში ოცდამეთერთმეტე ტურის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის „დინამომ“ უახლოესი მდევრების  მიერ ქულების დაკარგვით ისარგებლა და სატურნირო ცხრილის სათავეში სამი ქულის სხვაობით ერთპიროვნულად მოექცა. ბათუმელებმა სახლში „მეშახტე“ 1:0 დაამარცხეს.

„დინამო“ ბათუმი - „მეშახტე“ 1:0(1;0)
გოლი: 18' ლევან შენგელია

ბათუმელთა კიდევ ერთმა კონკურენტმა, „რუსთავმა“, „გაგრასთან“ შეხვედრაში ქულა გადაარჩინა, თუმცა, მას პირველ ადგილს უკვე ექვსი ქულა აშორებს.

„გაგრა“ — „რუსთავი“ 2:2(1:1)
გოლები: 10' ვაჟა ფაცაცია 0:1, 36' ვიქტორ ბლიზნიჩენკო 1:1, 71' ალექსანდრე ფეიქრიშვილი 2:1, 90+1' პრინს  ოსეი 2:2



მოამზადა რაულ კაპანაძემ