4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.
ამის შესახებ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს. ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ირაკლი ჟვანიამ.
მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძის ამ განცხადების შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო და 13 ოქტომბერს განახლდება.
მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.




