ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ ეშინია ივანიშვილს გაბრაზებული ქართველი ხალხის! ყოველ ჯერზე უფრო მეტნი და უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ! - საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში განვითარებულ მოვლენებს მსჯავრდადებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ ეშინია ივანიშვილს გაბრაზებული ქართველი ხალხის! ყოველ ჯერზე უფრო მეტნი და უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ!
დღევანდელი დღე მახსენებს ასლან აბაშიძის რეჟიმის ბოლო პერიოდის აჭარას, როგორც მაშინ, ზუსტად ისეთია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერები - არ ეშინიათ და მათ ვერ აჩერებს ვერანაირი წინააღმდეგობა.
წარმატებები სოფო ჯაფარიძეს, რომელმაც დღეს შეძლო და საზოგადოებას კარგად დაანახა რეჟიმის მანკიერი სახე, ზუსტად ასე უსწორდებოდნენ 2003-2004 წლებში ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ყოველი დღე მარწმუნებს, რომ რუსული რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.