„ეს ქალი „ნაციონალების კუბოზე“, რაღაც ბოლო ლურსმანივით არის“- ამის შესახებ ნინია კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის შესახებ წერს.
ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ავტოკოლონებით რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მიემართებიან.
„ბოდიში მომითხოვია და ეს ქალი ნაციონალების კუბოზე, რაღაც ბოლო ლურსმანივით არის!“-წერს ნინია კაკაბაძე.
შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომაგდენელმა სოფო ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია: 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც აუცილებლად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ვეღარ გააქცევს ჩვენი ქვეყნიდან.
დღეს, არ არის დაყოფის დრო, ან ერთად ვიბრძვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან ვხდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაწილეები.