დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ოლიგარქი ქართველი ხალხის ნებას ვერ მოიპარავს! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მოსახლეობასთან სოფო ჯაფარიძის შეხვედრები სავსეა დიდი ემოციით, იმედითა და სიყვარულით. სოფოს წარმოუდგენელი ქარიზმა და პოზიტიური ენერგია ამ პროცესში საკვანძო ფუნქციას ასრულებს. მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და შეხვედრა.
ოლიგარქისთვის წარმოუდგენელია, რომ უანგაროდ გიყვარდეს, ან უყვარდე ხალხს!
ჩემთვის საინტერესო იყო იმის გაგება, თუ რა განწყობა აქვთ ჩვენს მხარდამჭერებს.
შესანიშნავი შეხვედრები - ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ლანჩხუთში.
ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც წლებია ერთგულად იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისათვის, არასდროს შეშინებიათ ოლიგარქის, არ გაუყიდიათ მათი იდეა! სწორედ ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ოლიგარქი ქართველი ხალხის ნებას ვერ მოიპარავს!“- წერს სააკაშვილი.