„გარანტიას გაძლევთ, ვერ ნახავთ მსოფლიო ისტორიაში, ან პრეზიდენტების მოღვაწეობის, საქმიანობის ისტორიაში ვერცერთ პრეცედენტს ვეტოსთან დაკავშირებით, ამბობდეს პრეზიდენტი, რომ მე ვეტოს დავადებ, ოღონდ, მოტივირებულ შენიშვნებს არ დავწერ." ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

"ასეთი შემთხვევა ვერ იქნება და მე ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი შემთხვევა ისტორიას ჰქონდეს სადმე შემორჩენილი. ვეტო თავის არსით მოიცავს იმას, რომ ეს უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნა კანონთან დაკავშირებით, რა მოსწონს პრეზიდენტს და რა არ მოსწონს. უნდა ჩაწეროს მისი მოსაწონი ალტერნატიული პროექტი. ეს არის ვეტოს აქტი და მე ამას არ გავაკეთებ, უბრალოდ ვეტოს დავადებო. ეს იგივეა, რაც პროკურორმა, რომ განაცხადოს მე დავიჭერ ამ ადამიანს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი საზოგადოებას, რა ბრალს წარვუდგენ. მიმაჩნია, რომ ის არის დასაჭერი, ოღონდ ბრალზე არ ვილაპარაკებ. არ არის უტრირებული, ოღონდ მართლა არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება  

ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად

 პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

 საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება