მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის პირველი დღის შეხვედრები დასრულდა.

ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის I ჯგუფის ლიდერის, ნორვეგიის ესტონეთთან გამარჯვების შემდეგ იტალიის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზურის მოპოვების უმცირესი შანსი კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც იტალიამ გასვლაზე მოლდოვა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზურის მოპოვებას იტალიელები იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ სახლში ნორვეგიას 9 ბურთის სხვაობით დაამარცხებენ.

მოლდოვა - იტალია 0:2(0:0)
გოლები: 88' ჯანლუკა მანჩინი 0:1, 90+2' ფრანჩესკო ესპოზიტო 0:2



დარჩენილი შეხვედრები:

16.11 იტალია - ნორვეგია
16.11 ისრაელი - მოლდოვა

მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება.