დღეს, ევროსტატმა მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ევროსტატის თანახმად, მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით მშპ ევროზონაში 0,2%-ით, ევროკავშირში კი 0,3%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე დიდი ზრდა მესამე კვარტალში შვედეთში დაფიქსირდა.
შვედეთი - 1,1%
კვიპროსი - 0,9%
პოლონეთი - 0,8%
პორტუგალია - 0,8%
სლოვენია - 0,8%
ბულგარეთი - 07%
ჩეხეთი - 0,7%
ესპანეთი - 0,6%
საფრანგეთი - 0,5%
ნიდერლანდები - 0,4%
სლოვაკეთი - 0,3%
ევროკავშირი - 0,3%
ბელგია - 0,3%
ევროზონა - 0,2%
ავსტრია - 0,1%
გერმანია - 0,0%
იტალია - 0,0%
უნგრეთი - 0,0%
ირლანდია - 0,1%
ფინეთი - 0,1%
ლიეტუვა - 0,2%
რუმინეთი - 0,2%
წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით მშპ ევროზონაში 1,4%-ით, ევროკავშირში კი 1,6%-ით არის გაზრდილი.
ირლანდია - 12,3%
პოლონეთი - 3,7%
კვიპროსი - 3,6%
ბულგარეთი - 3,2%
ესპანეთი - 2,8%
ჩეხეთი - 2,7%
პორტუგალია - 2.4%
შვედეთი - 2,4%
ლიეტუვა - 1,9%
ნიდერლანდები - 1,6%
სლოვენია - 1,6%
ევროკავშირი - 1,6%
რუმინეთი - 1,4%
ევროზონა - 1,4%
ბელგია - 1,1%
ესტონეთი - 0,9%
სლოვაკეთი - 0,9%
საფრანგეთი - 0,9%
ავსტრია - 0,6%
უნგრეთი - 0,6%
იტალია - 0,4%
გერმანია - 0,3%
ფინეთი - მინუს 0,9%
ევროზონაში სეზონურად კორექტირებული უმუშევრობის დონე (6,3%) სექტემბერში უცვლელი დარჩა როგორც წინა თვესთან, ისე გასული წლის სექტემბერთან შედარებით.
ევროკავშირის უმუშევრობის დონე 6.0%-ს შეადგენს, რაც 0,1% -ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ევროკავშირში სულ 13.246 მილიონი ადამიანი იყო უმუშევარი. აქედან 11.003 მილიონი ევროზონის ქვეყნების წილად მოდის.
ახალგაზრდებში უმუშევრობის დონემ ევროკავშირში 14.8%, ხოლო ევროზონაში 14.4% შეადგინა.
ქალებში უმუშევრობის დონემ აგვისტოსთან შედარებით უცვლელი დარჩა და 6.5% შეადგინა, ხოლო მამაკაცებში 6.2%-მდე გაიზარდა.
ახლად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 4,0%-ით გაიზარდა, თუმცა, უფრო მეტად შთამბეჭდავია გაკოტრებულ საწარმოთა რაოდენობის 4,4%-იანი ზრდა.




