„დღეს, 16:00 საათზე მივმართავ პოლიტიკურ საბჭოს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის, პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ. ყველა ის ადამიანი, ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ პარტია.“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა
“გამარჯვების კოალიციის” ლიდერმა, პრეზიდენტ სააკაშვილმა გამოაცხადა კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც შეუერთდა უამრავი ადამიანი, 2023 წლის 23 ნოემბერს ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტ სააკაშვილი “გამარჯვების კოალიციის” მთავარ ლიდერად. შესაბამისად, მას ჰქონდა კონკრეტული ინიციატივა პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ, შესაბამისად “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე ამ კონკრეტული ინიციატივით დღეს 16:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, “გამარჯვების კოალიციის” ლიდერის ინიციატივის შესაბამისად. მეტიც, საზოგადოებას დღეს 16:00 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ექნება კონკრეტული ინფორმაციები ამ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი. მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს - ყველა ის ადამიანი, ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ პარტია. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ არის საჭირო - გაიზიარონ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტი და შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და გაიზიარებს ერთობის მანიფესტ, “
ნაციონალური მოძრაობა” მზად არის გააფართოოს კიდევ უფრო პოლიტიკური საბჭო, რაც შეეხება 16:00 საათზე, პოლიტიკურ საბჭოს მივმართავ ინიციატივით და შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაემატებიან პოლიტიკურ საბჭოს და მე მაქვს იმედი პოლიტიკური საბჭოს მხარდაჭერის და დღეს დღის განმავლობაში საზოგადოებას ეს ინფორმაცია იქნება.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.