ლევან ხაბეიშვილმა ხვალ ბრიფინგი ჩანიშნა, ხვალ იქნება მნიშვნელოვანი განცხადება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ვანო მაღალაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ლევან ხაბეიშვილმა ხვალ ბრიფინგი ჩანიშნა. პარტიაში იქნება შეკრება და შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარე და ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობებზე არიან, ხვალ გააკეთებენ განცხადებებს. ეს იქნება პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით განცხადებები, შესაბამისად, ხვალ ყველა ერთად ვნახავთ, რა განცხადებას გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე და ის ადამიანები, რომლებიც პარტიას მართავენ დღეს. ხვალ იქნება მნიშვნელოვანი განცხადება და დაველოდოთ ხვალინდელ დღეს“, - ამბობს ვანო მაღალაშვილი.