ჩემთვის ნიკა მელიას საკითხი ამოწურულია და დამთავრებულია, არც ხალხს არ აინტერესებს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში წერია, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება და ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში თავისი ხელმოწერით პარტიის პოზიცია ძალიან მკაფიო გახადა.
„გამარჯვებისთვის ბრძოლას სრულიად ახალი სტრატეგიით დავიწყებთ და არჩევნებში ყველა ერთად გავიმარჯვებთ, რომელიც გეოპოლიტიკური რეფერენდუმია, რათა საქართველომ განაგრძოს სწრაფი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში წერია, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება. ლევან ხაბეიშვილის ნაბიჯში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ – პოლიტიკა არის ზუსტად სიმბოლოების ხელოვნება, რითიც მკაფიო უნდა გახადო შენი გზავნილი. ლევან ხაბეიშვილმა თავისი ხელმოწერით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ძალიან მკაფიო გახადა და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემთვის ნიკა მელიას საკითხი ამოწურულია და დამთავრებულია, არც ხალხს არ აინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“..
ასევე მურთაზ ზოდელავა ამბობს: ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ