"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვაზე, პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის "ფორმულას" ეთერში გაკეთებული ე.წ პერფომანსი განცხადება ნაცმოძრაობის წევრების უმრავლესობა და ნიკა მელიას მხარდამჭერები სამარცხვინო და მდაბიო საქციელად შეაფასეს.
"ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან... ჩემს მეხსიერებაში ანალოგი თუ მოიძებნება, ალბათ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელებს უწესებდნენ. ცოტა წარმოუდგენელი ამბავია, იმ ადამიანმა, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, ადამიანები გარიცხოს. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, კეთილდღეობისთვისა და წარმატებისთვის იბრძოდნენ," - განაცხადა მედიასთან "ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა გიორგი პატარაიამ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“..
ასევე მურთაზ ზოდელავა ამბობს: ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ