„ვწუხვარ, რომ ღვინის ბიზნესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სანქცირებაზე საუბარი, რადგან ეს ხელს უშლის ჩვენი ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებას, რაც ადამიანის დასაქმებაზე და შემოსავალზე აისახება.“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე უკრაინის მოთხოვნას, რომ დასანქცირდნენ ქართული ღვინის კომპანიები, რომლებმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

„მე ვწუხვარ, რომ ამ ბიზნესთან დაკავშირებით ასეთი საუბრები მიმდინარეობს, მათ შორის სანქცირებასთან დაკავშირებით, ჩვენდა სამწუხაროდ, რუსული კანონის მხარდამჭერები ბევრნი აღმოჩნდნენ. გვესმის, რომ ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები იქნება დასავლეთის მხრიდან, რაც ხელს უშლის ჩვენი ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებას, რაც ადამიანის დასაქმებაზე და შემოსავალზე აისახება და ცხადია ეს არის ჩემთვის პრობლემა ,როცა საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში თუნდაც სამთავრობო სანქციებზე,თუნდაც უმრავლესობის წევრების სანქციებზე ,თუნდაც ბიზნესმენების სანქციებზე, ეს არის ძალიან მძიმე, რადგან ეს საბოლოო ჯამში ეხება საქართველოს მოქალაქეს და მის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას მესმის, რომ ეს სანქციები იქნება მათ შორის იმ ბიზნესებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში დემოკრატიის დამარხვას . უნდა გვესმოდეს,რომ ამას ჩვენი პარტნიორები მშვიდად არ შეხედავენ ,თუმცა კიდევ ვამბობ პრობლემაა,არ მიხარია არავის სანქცირება მათ შორის არც მაღალი თანამდებობის პირების დაწყებული  გომელაურით და ხარებათი გაგრძელებული, ნამდვილად არ მიხარია, ეს არ არის სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ტრაგიკული და ძალიან მძიმე, როდესაც მაღალი თანამდებობის პირებს ასანქცირებენ, რადგან ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე,  რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა