"პოლიტსაბჭოს ჩატარება რამდენიმე კვირაში ან თვეში ერთხელ აუცილებელი და მნიშვნელოვანია პარტიული ცხოვრებისთვის, ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვინდა არა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების გავლა, იგივე ყრილობასთან და თავმჯდომარის დამტკიცებასთან დაკავშირებით, არამედ კონსულტაცია გავიაროთ ჩვენს წევრებთან" - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა

"პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა ჩვენ უკვე რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, იქნება ბატონი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა წარდგენილი და გვაქვს იმედი, რომ მას ექნება შესაბამისი მხარდაჭერა პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან. ასევე, ამას გარდა, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით, რა ფორმატით უნდა იქნას ყრილობა მოწვეული, რამდენი დელეგატი იყოს და ა.შ. სხვა საორგანიზაციო საკითხებიც, პოლიტსაბჭოს ჩატარება რამდენიმე კვირაში ან თვეში ერთხელ აუცილებელი და მნიშვნელოვანია პარტიული ცხოვრებისთვის, ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვინდა არა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების გავლა, იგივე ყრილობასთან და თავმჯდომარის დამტკიცებასთან დაკავშირებით, არამედ კონსულტაცია გავიაროთ ჩვენს წევრებთან . პოლიტსაბჭო ერთგვარი სათათბირო ინსტიტუციაა, ის ორგანოა ვისი აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ის ხალხია, ვინც ველზე მუშაობს, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს ამომრჩეველთან, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გვქონდეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა