პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ეხმაურება.
"პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც "შპს-ში", მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა - თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა.
რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით".
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მას მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა შეცვლის.