„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მის პოსტზე კი თინა ბოკუჩავას კანდიდატურა წარადგინა.“
„12 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ უკომპრომისო ბრძოლაშია რუსულ რეჟიმთან და საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის მილევად რეჟიმში და ამ მილევადი რეჟიმის პარალელურად ისინი გადასულები არიან უპრეცედენტო ძალადობაზე, რასაც ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს ახალგაზრდებზე, ჩვენ გვაყურებინებენ ათობით სპეცრაზმელი როგორ სცემს ახალგაზრდა ადამიანებს, როგორ უვარდებიან ხალხს ოჯახებში, როგორ არბევენ ადამიანებს. გუშინ ვნახეთ ნაცემი სტუდენტი, დღისით, მზისით, როცა ხელისუფლებამ მას მიუგზავნა ბანდიტური ჯგუფები და შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებული სამყაროს აბსოლუტურად მოწყდა „ქართული ოცნება“, ვხედავთ აშშ-ს მხრიდან სანქციებს და უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები, რომელიც უწესდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყნის მთავრობებს და მისი წევრებს აქვთ მხოლოდ, ეს არის კონგო, რუსეთი, ჩრ.კორეა და ა.შ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა სამწუხაროდ ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენი პარტნიორები ასანქცირებენ კონკრეტულად ადამიანებს და ამ პირობებში ხალხიდან გამომდინარე და არა ქვეყანას, თუმცა კონკრეტული სანქციები, რა თქმა უნდა, მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახება. ძალიან მძიმე მდგომარეობაც გვაქვს, თუმცა გვესმის ისიც, რომ დარჩენილია ოთხი თვე და ამ ოთხი თვის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწევს ბრძოლა ივანიშვილის და ამ რეჟიმის წინააღმდეგ. 24 საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ იქ, სადაც მათი ადგილი არის და საქართველოში იყოს კოალიციური მთავრობა, რომელიც შეძლებს ქართველი ხალხი შეიყვანოს ევროკავშირში.
ამიტომ, მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის ცხადია მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში, არ იყოს 24 საათიან მუშა რეჟიმში და შესაბამისად, ჩვენი გუნდის, ყველას გადაწყვეტილებით, თინასთან კონსულტაციების შედეგად ,მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება. მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ,სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას - პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მე მინდა ყრილობა შევთავაზო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას კანდიდატურა. ასევე, ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რადგან ვფიქრობ, რომ პოლიტიკური საბჭო გესმით, რომ არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა და ცხადია, მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული ჩვენს გუნდთან ერთად და შესაბამისად, ყრილობა ვთხოვ, ამ ორ ცვლილებაზე თანხმობას და მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, ასი ათასობით ადამიანს ვუთხრა, რომ არჩევნები, რომელიც იქნება 2025 წლის თებერვალში, ცხადია ჩატარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ახალ უნდა გვესმოდეს, რომ ფორსმაჟორში მოგვიწევს ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამ ბრძოლას მოიგებს ქართველი ხალხის და მე მაქვს სურვილი, რომ აგვისტოს ბოლოდან აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ამ ბრძოლაში და 24 საათიან რეჟიმში მოვემსახურო ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა