რუსეთში, კონტრაქციებს პუტინგებს ეძახიან, ჩვენ შეგვიძლია 29 აპრილის აქციას ბიძინგი ვუწოდოთ. ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც არის მიმართული ახალგაზრდობის წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ასეთი კონტრაქციები ახასიათებთ იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ბუნებით არიან ავტორიტარული. ასეთ პერფომანსებს აკეთებდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, სააკაშვილი. რუსეთშიც ხელისუფლება ხშირად იყენებს ამ ტექნოლოგიებს პუტინის მხარდასაჭერად და სამწუხაროდ, სხვა გზა არ დარჩენია ივანიშვილს თავისი ქმედებიდან გამომდინარე, რომ იგივე ტექნოლოგიები გამოიყენოს და იგივე ხერხს მიმართოს. მაგალითად, რუსეთში ასეთ აქციებს ეძახიან პუტინგებს, ჩვენ შეგვიძლია, 29 აპრილის აქციას ვუწოდოთ ბიძინგი, პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ მართლა ბიძინგია და სხვა არაფერი, ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც არის მიმართული ახალგაზრდობის წინააღმდეგ, ანუ პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, უფრო მეტი რადიკალიზაციისთვის", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.