აქამდე იყო ძალიან კომფორტული მდგომარეობა ივანიშვილისთვის. არსებობდა ბუა და განცდა იმისა, რომ ამ ადამიანმა შეიძლება ამ ქვეყანაში რაღაც პროვოკაცია მოაწყოს. ეს თემა დამთავრდა, აღარ არსებობს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ამაზე უარესი, ახლა რაც ხდება, არაფერი არ შეიძლება მოხდეს. ერთადერთი არის უბრალოდ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდეს, რომლის შანსი აღარ არის და ზუსტად ეს არის ივანიშვილის დაბნეულობის და მისი პრობლემების მთავარი შემქმნელი. აქამდე ასეთი არჩევნები არ ყოფილა, აქამდე იყო ძალიან კომფორტული მდგომარეობა ივანიშვილისთვის. არსებობდა ბუა და განცდა იმისა, რომ ამ ადამიანმა შეიძლება ამ ქვეყანაში რაღაც პროვოკაცია მოაწყოს. ეს თემა დამთავრდა, აღარ არსებობს. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს არა აქვს არანაირი მანევრის საშუალება",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.