2024 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებიდან“ იქნება გაქცევები სხვადასხვა პარტიებში. ვფიქრობ "ქართულ ოცნებას" არასახარბიელო მომავალი აქვს, ამიტომ არ ვუყურებ პესიმისტურად 2024 წლის არჩევნებს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
„როგორი იქნება ჩვენი მომავალი, ეს არის დამოკიდებული ამომრჩეველზე. ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩემი აზრით, ამომრჩეველმა უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება, რომ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა ჰქონდეთ 50 %-ზე მეტი და იმ პარტიებს, რომლებიც 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ამ ადამიანების მხარდაჭერით, ვფიქრობ, რომ ისინი ძირითადად იქნებიან პროდასავლური ძალები, მათ ჰქონდეთ იმდენი რესურსი ერთმანეთთან ურთიერთობის, რომ საერთოდ არ გახდეს საჭიროება ამ ორ მახინჯ პოლიტიკურ პარტიასთან რაიმე სახით ურთიერთობა, მაგრამ მგონია, რომ როდესაც "ქართულ ოცნებას" არ ეყოფა მანდატები, ის დაიშლება. არ მჯერა, რომ იქ ვინმე გაჩერდება, როდესაც დაუდებენ ოქმს თვალწინ, სადაც წერია, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყოფნის მანდატები ერთპიროვნულად უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის. ანუ იქიდან იქნება გაქცევები სხვადასხვა პარტიებში, ვფიქრობ "ქართულ ოცნებას" არასახარბიელო მომავალი აქვს, ამიტომ არ ვუყურებ პესიმისტურად 2024 წლის არჩევნებს",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.