პოლიტიკური ჯგუფებთან, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, არანაირი საერთო არ გვექნება არასდროს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი გუნდის კარები იმ ადამიანებისთვის იქნება ღია, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ფასეულობებს, მაგრამ არიან პოლიტიკური ჯგუფები, სადაც ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები. შეგვიძლია მარტივად დავაკონვერტივოთ ეს წინადადება - პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ჩვენ მათთან არანაირი საერთო არ გვექნება არასდროს. როგორც სააკაშვილის პოლიტპატიმრობა არის წყალგამყოფი, ასევე არის „ოცნებასთან" მიმართებაში მათი ქცევები, რადაც ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“ და ყოველდღიურად ვუყურებთ დეგრადაციას",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.