„ქართული ოცნების“ სპიკერატში ყველაზე ამაზრზენები და სიძულვილის ჩემპიონები, პირველ ოქტომბერს მწკრივში იდგნენ სააკაშვილთან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„წინა ხელისუფლება, როგორი მეთოდებითაც აპირებდა ხელისუფლება გახანგრძლივებას, ზუსტად იგივე მეთოდებია ახლაც, ერთი-ერთშია, შემსრულებლებიც იგივე ჰყავთ. ხარება, რომელიც წინა ხელისუფლების ქილერი იყო, დღეს არის „ქართული ოცნების“ შემსრულებელი პირდაპირი მნიშვნელობით. ზუსტად იგივე ადამიანები ჰყავთ პოლიციაში, მოსამართლეებიც იგივე ჰყავთ. შალვა პაპუაშვილიც, ეს არის ადამიანი, რომელიც იყო ჩვეულებრივი „ნაცი“. პირველ ოქტომბერს სააკაშვილზე აქვს მხარი დაჭერილი, იყო დათო სააკაშვილის თანაშემწე, ახლა როგორც ყველაფერზე ხელის მომწერი ჰყავს შემოყვანილი ბიძინას თავის სისტემაში. ბიძინამ ხომ ყველა გასწია, დაიტოვა ის ხალხი, ვინც იყვნენ ყოფილი „ნაცები“ და ყველაზე ამაზრზენები, ვინც დღეს ჩანან „ქართული ოცნების“ სპიკერატში, სუპერ გამაღიზიანებლები არიან და სიძულვილის ჩემპიონები არიან, ყველანი პირველ ოქტომბერს მწკრივში იდგნენ სააკაშვილთან“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.