ეს არის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ირაკლი კობახიძის ხელით, მე ვფიქრობ ეს კაცი დასაწვენია - ასე შეაფასა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრია გავრცელებული განცხადება, გადაცემაში "დღის ამბები".
"ეს არის ივანიშვილის განცხადება, კობახიძის ხელით, მე ვფიქრობ ეს კაცი დასაწვენია, ანუ აღარ ექვემდებარება.
პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ოფიციალური შლეგი არის პრემიერმინისტრი, მისი განცხადებები არის არა ადეკვატური.
ფიცოს, ვისაც ესროლა, ის ადამიანი არის იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც არის ასოცირებული რუსეთთან და პრორუსულ ჯგუფთან. ოფიციალურად, ფიცოზე ვინც განახორციელა თავდასხმა, მწერალი კაცი, არის იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც სლოვაკეთში ითვლება პრორუსულ ჯგუფად.
თუ ასეთი კონტექსტი არსებობს, დასავლეთის ნაცვლად ხელი გაიშვირონ ჩრდილოეთში.
ეს არის კლინიკური შემთხვევა, აქამდე თავს ვიკავებდი ასე მეთქვა, ეს არის შეშლილი ადამიანების ჯგუფი, შეიძლება ფსიქიატრიული კლინიკის ამბებზე ყველას უხუმრია, მაგალითები მოუტანია. მაგრამ, ეს კლინიკა არის დღეს გადმოტანილი მთავრობაში, ამ ხალხს ჭკუა აღარ მოეკითხებათ, საშიშია რომ ასეთი ხალხის ხელში არის ასეთი ძალაუფლება., პრემიერმინისტრი რომ ასეთ განცხადებას ავრცელებს, პარანოიას რა მასშტაბებია". - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა - ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები და ახსენა - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო"