ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პიროვნებასთან, სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა,- ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამართული იმპიჩმენტის პროცესი.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე აქტიური ამბავი იყო, შეძლებდა თუ არა ივანიშვილი კობახიძის ხელით სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პიროვნებასთან დამარცხდა, ადრე ხომ 7 და 8 მარტს რაღაც პროცესი წააგო, ხალხთან წააგო, ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ, დიდი ამბები მოხდა, დიდი მუხტი იყო. შეეშინდათ და 9 მარტს უკან დაიხიეს“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.