საჯარო პოლიტიკაში ღარიბაშვილის ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ოცნება“ დავტოვეთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„საჯარო პოლიტიკაში ღარიბაშვილის ადგილი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავტოვეთ „ქართული ოცნება“. ფაქტობრივად, იმ კრიზისის შემდეგ ამოიღეს გადაგდებული ნივთი და მართლა იმ ხალხს უნდა უმადლოდეს დღეს რომ პრემიერ მინისტრია, რადგან რომ არ ყოფილიყო ის კრიზისი „ოცნებაში“ 2019 წელს, ღარიბაშვილს არავინ აღარ შემოატრიალებდა არასდროს „ქართულ ოცნებაში“. რასაც ღარიბაშვილი კადრულობს, ის ვნებები, რასაც ღარიბაშვილი ლაპარაკობს, ივანიშვილს მაშინაც ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ მას ეს არ გასდიოდა, საჯარო პოლიტიკაში ვერ გადაიტანა ვერასდროს. ალბათ მათ გარანტირებული ექნებათ ისტორიული სანაგვე თავის დროზე, მას ისტორია შეაფასებს. მათი ადგილი იქნება ორჯონიკიძეები გვერდით. ეს დაისია იმპერიის“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.