საგარეჯოს მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირმა ინაშვილმა “პატრიორტთა ალიანსის” წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის შტაბს არ აწყობს არანაირი პროვოკაცია და ეს არ შედის მათ ინტერესებში, მით უმეტეს რომ მათ საგარეჯოელებში დიდი მხარდაჭერა აქვთ.
“მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ირმა ინაშვილის შტაბს არანაირად არ აძლევს ხელს პროვოკაცია. ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში, ეს არ არის ჩვენი ხელმოწერა. ჩვენ ისედაც ვიგებთ ამ არჩევნებს, საგარეჯოელების დიდი მხარდაჭერა გვაქვს. პირიქით, მოვუწოდებთ ყველა კონკურენტს ერთად გამოკვლიოთ დარღვევები.
ეს შტაბი იყოს გამაერთიაენებელი, რომელიც დააფიქსირებს ასეთ ფაქტებს”,-განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15:00 საათის მონაცემებით, საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10 852-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 23,55% შეადგენს.




