დღეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის მხრიდან დადგმული პროვოკაცია უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში დაძაბულობის შექმნა სურს.
„სამწუხაროა რეალობაა, როდესაც ოპოზიცია არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედებს, არამედ მოქმედებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება არიოს. ყველამ კარგად დაინახა, რომ როგორც კი სხდომა დაიწყო ოპოზიცია მოწადინებული იყო, რომ დაძაბულობა შეექმნათ და ვითარება ერიათ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.