ნაცმოძრაობისა და რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანაში ხელოვნური დაძაბულობა შექმნან და ამით საზოგადოებაში დაძაბულობა და აჟიოტაჟი გამოუწვიონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ამან ვერც ერთ ჯერზე ვერ გაამართლა.
„ეროვნული ბანკი ახლაც სტაბილურად აგრძელებს მუშაობას. საქართველოს საფინანსო სისტემა ძლიერი და სტაბილურია. დარწმუნებული ვარ, სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდება დადებითად და განვაახლებთ პროგრამას. აქვე მინდა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ პროგრამის შეწყვეტა არ უკავშირდება ბოლო დროინდელ გარემოებებსა და გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ დროებით შეჩერებული პროგრამის განახლება აუცილებელია.