"როგორც ყოველთვის სისუსტე აქვს, სულ ერთი და იგივე პოზაში წევს. რამდენჯერმე აწონეს, ბოლოს 61-62 კგ თამაშობდა და ახლა აღარ ვიცი მართალი გითხრათ. [პოლონელ ექიმებზე] რაღაც მოძრაობა არის თითქოს, დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება, მომდევნო კვირას ეს უკვე შედგეს, იმედი მაქვს".

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს "ვივა მედის" კლინიკასთან განუცხადა, რომლის მიმდებარედ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხრადმაჭერები მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს პალატის ფანჯრიდან თეთრი ფურცლით მიესალმა