საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ აქვეყნებს მონაცემებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წლის ოდენობაზე 4,1 %-ით ნაკლებია.  

2025 წელს წინა წელთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0,8 პროცენტით გაიზარდა და 44 319 ერთეული შეადგინა.

2025 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა.

2025 წელს საქართველოში ზედიზედ მეექვსედ დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება

ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 2020-2025 წლების განმავლობაში:

2020 – 46 520
2021 - 45 946
2022 - 42 319
2023 - 40 214
2024 - 39 483
2025 - 37 867

გარდაცვლილთა რაოდენობა 2020-2024 წლებში:

2020 – 50 537
2021 - 59 906
2022 - 49 118
2023 - 42 756
2024 - 43 971
2025 - 44 319

ბუნებრივი მატება 2020–2024 წლებში:

2020 მინუს 4 017
2021 მინუს 13 960
2022 მინუს 6 799
2023 მინუს 2 542
2024 მინუს 4 488
2025 მინუს 6 452