"მივიღეთ გადაწყვეტილება რომელსაც ველოდებოდით, არ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რომელსაც მე პირადად ველოდებოდი. მე მგონი მთელმა მსოფლიომ იცის რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. გარდა ამისა, ყველამ ასევე იცის რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი, ეს არაერთა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი დონის, სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ ის ვინც მოდიოდნენ და სინჯავდნენ." - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
"სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ რომ ჩამოსულიყვნენ და ენახათ, ეს კარგი იქნებოდა ძალიან რადგან ისინი ასევე დაადასტურებენ და ის რომ არ მოხერხდა მათი ჩამოსვლა, ეს რაღაცნაირად მინიშნებასავით იყო ჩემთვის იმის, რომ ეს პასუხი შეიძლებოდა, პირველი ეტაპის პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფით, სწორედ აი ეს მიუთითებდა იმას რომ ის ექიმები არ იქნა, სამ თვეზე მეტი გავიდა მგონი, რომ არ მოხერხდა მათ ჩამოყვანა. მაგრამ, საქმე ის არის რომ ეს არის პროცესი, გრძელდება პროცესი, ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება სარჩელის განხილვა და მე იმედი მაქვს, რომ იქ იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული რომელსაც მარტო მე კი არა ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა ელოდება," - განაცხადა გიული ალასანიამ.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ევროსასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა