საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად თავისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად, აპირებს, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს. ამის შესახებ იგი Facebook-ის თავის გვერდზე წერს.
"ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.
საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ.
ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.