სოციალურ ქსელში პატრიარქისა და მიხო პაპას დიალოგის ვიდეო ვრცელდება. როგორც ცნობილია, პაპა მარტო ცხოვრობდა ხევსურეთის სოფელ ზეისტეჩოში, სადაც ავად გახდა. ბარში ჩამოყვანის შემდეგ, პატრიარქმა მონათლა და კადრებშიც ჩანს, რომ ილია მეორე კონვერტს აძლევს, რომელშიც სავარაუდოდ, თანხაა მოთავსებული.
ილია II: როგორ ხარ?
მიხო პაპა: არამიშავ რაი, დღეს კი ვდგავარ ფეხზე და ხვალ არ ვიცი რა მომელის.დღეს ფეხზე ვდევარ და ხვალ შაილება ვკვდები.
ილია II: ეგ კანონი არსებობს, აბა რა აქ არავინ დავრჩებით.
ილია II: ვინ გეხმარება?
მიხო პაპა: ჩემი თავი, არავინ არა მყავ, არც დედა, მყავს არც მამა, არც ძმები, სუყველა დამეხოცა და მარტო მე ვარ. აი აქ რომ წამოვედი იმ ხალხის იმედს, არც ფული მქონდა არც არაფერი. ზოგს ვინ მიზიდავს, ზოგს ვინ, ასე გავდივარ.
დედაო უწმინდესს: თვითონ წუხდებოდა, ასე როგორ მივიდეო, არაფერი არ მაქვს, ვერაფერს მივუტანო, ხომ უნდა დავაფასო, პატივი ვცეო.
ილია II: საჩუქარი თვითონ არის.
მიხა პაპა: მადლობთ მადლობთ ნათლია, იქნებ კიდევ ჩამოვიდე შენთან, ისე არ გაგიშვებ რომ საჩუქარი არ მოგცე. სიკეთეს და სიჯამრთელეს გისურვებ. დიდხანს ყოფილოყავი ეკლესიაში
ცნობისთვის, პატრიარქის ნათლული მიხა პაპა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.




