ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

„წინ არის წამოწეული ჰუმანიტარული მხარე, კი ბატონო, დიდი მადლობა, მაგრამ ეს ადამიანი აქ სამკურნალოდ ხომ არ ჩამოსულა?!

ჰუმანიტარული ერთი მხარეა, მაგრამ ძალიან პრინციპულია ის საკითხი, თუ რატომ ზის ეს ადამიანი. სინამდვილეში ხომ ყველამ ვიცით თუ რატომ ზის, იმიტომ რომ იქცეოდა ისე, რაც არ მოსწონდა რუსეთს“,- განაცხადა გიული ალასანიამ.