„კემბრიჯის სკოლა“, რომელიც დღეს გაიხსნა წალენჯიხაში არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადგან ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებული რეგიონიდანაც ჩამოვლენ ბავშვები და მიიღებენ აქ განათლებას.“ - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.
“ძალიან მიხარია, რომ ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტი, ვმონაწილეობთ ამ პროექტში. აქ არის „ლელო“, აქ ვართ ჩვენ და გვაქვს ძალიან დიდი ჩანაფიქრი. 504 ბავშვზე შენდება კამპუსი, ჩვენი სკოლა არის „კემბრიჯის სკოლა“, რომელიც არის თბილისში, ასევე გვაქვს ბათუმშიც და ახლა აქ, წალენჯიხაში ჩაეყარა საფუძველი ამ სკოლას. ამ სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ,რადგან ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებული რეგიონიდანაც ჩამოვლენ ბავშვები და მიიღებენ აქ განათლებას.“ - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.
„მუდამ გვიწევს პესიმისტებსა და ოპტიმისტებს შორის ვნებათაღელვის გადახედვა და ეს ის კარგი შემთხვევაა, როგორც წინა არაერთი, როცა ოპტიმისტებმა ანუ საქმის გაკეთებამ გაიმარჯვა, მხედველობაში მაქვს უნიკალური პროექტი - წალენჯიხაში გაიხსნება „კემბრიჯის“ ფილიალი.“ - განაცხადა წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ.