საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული არ იყო, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ალასანიას თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ევროსასამართლო ყოფილ პრეზიდენტს ნებას მისცემდა, რომ მკურნალობა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა.
„მე ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა, სხვა გადაწყვეტილებას ველოდი, ყველაფრის ამის გათვალისწინებით. პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუს და ევროპარლამენტარების განცხადებები, მიუთითებდა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე არაფერს ანგარიში არ გაეწია, ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები. ის დარწმუნებული არასდროს არ ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი“, - განაცხადა ალასანიამ.