ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ - ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!“ - წერს გიორგი გახარია.