გერმანიის ბუნდესლიგაში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“, რომელიც თავგანწირვით იბრძვის საპლეიოფე მეთექვსმეტე ადგილზე გასვლისთვის, მიუნხენს ესტუმრა და უკვე გაჩემპიონებულ „ბაიერნთან“ მატჩში სენსაციურ მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა.

ბუდუ ზივზივაძემ (Flashscore - 8,0) შეხვედრა სრულად ჩაატარა და დუბლის ავტორის გახდა. იგი Flashscore-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მის მიერ გატანილი მეორე გოლის გატანა ასეთი კომენტარით აღწერა:

ბაიერნი“ შეტევას განაგრძობდა, მაგრამ დიასის დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა და ძელს ბავარიელები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე საჯარიმოში შეჭრილმა ზივზივაძემ ოლისეს აუარა გვერდით ცენტრისკენ გადაინაცვლა და ფრანგის შესაფერი ოსტატობით გაგზავნა ბურთი კარის მაღალ კუთხეში.  

აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზიზვივაძემ, რომელმაც ტრავმის გამო სეზონის თამაშების დიდი ნაწილი გამოტოვა, გოლი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა.

„ბაიერნი“ - „ჰაიდენჰაიმი“ 3:3(1:2)
გოლები: 22' ბუდუ ზივზივაძე 0:1, 31' ერენ დინკჩი 0:2, 44' და 57' გორეცკა 1:2 და 2:2, 75' ბუდუ ზივზივაძე 2:3, 90+10' მაიკლ ოლისე 3:3

„აინტრახტი“ - „ჰამბურგი“ 1:2(0:0)
გოჩოლეიშვილი (Flashscore - 6,4) მინდორზე 68-ე წუთზე შევიდა

„ჰოფენჰაიმი“ - „შტუტგარტი“ 3:3(2:1)

„უნიონ ბერლინი“ - „კიოლნი“ 2:2

„ვერდერი“ - „აუგსბურგი“ 1:3(0:1)

„ბაიერი“ - „ლაიფციგი“ 4:1(2:0)


დარჩენილი შეხვედრები:

03.05
„სანკტ პაული“ - „მაინცი“
ფრაიბურგი“ - „ვოლფსბურგი“

09.05
„კიოლნი“ - ჰაიდენჰაიმი“
„ლაიფციგი“ - „სანკ პაული“
ვოლფსბურგი“ - „ბაიერნი“

16.05
„ჰაიდენჰაიმი“ - „მაინცი“
„სანკტ პაული“ - „ვოლფსბურგი“