ამის შესახებ რუმინული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან
რუმინეთის პარლამენტის 465 წევრიდან კენჭისყრაში 288 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. ილეი ბოლოჟანის მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას მხარი 281-მა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი კი, 3 ბიულეტენი კი გაუქმდა. მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოსაცხადებლად 233 ხმა იყო საჭირო.
კენჭისყრის შემდეგ, მთავრობა დროებით თანამდებობაზე დარჩება ახალი კაბინეტის ფორმირებამდე.
ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევამდე, ილიე ბოლოჟანი ვიქტორიის სასახლეში (Palatul Victoria) დარჩება, მაგრამ შეზღუდული უფლებამოსილებით. კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ გადაყენებული მთავრობა, ახალი კაბინეტის ფიცის დადებამდე, მხოლოდ სახელმწიფო საქმეების მართვისთვის აუცილებელ ქმედებებს განახორციელებს.




