დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. 

შემთხვევა დღეს, შუადღის საათებში მოხდა. 
ცეცხლმა სრულად გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.